ქართველი კიკ-ბოქსიორის გიგა ჭიკაძის კიდევ ერთი დიდი წარმატება. ჭიკაძემ მაღალი ლიგის, Glory-ის ოცდამეშვიდე ღონისძიებაზე WKA ვერსიით მსოფლიო ჩემპიონი, კევინ ვან-ნოსტრანდი დაამარცხა.
ამ ორთაბრძოლის შემდეგ, ქართველ სპორტსმენს შანსი აქვს Glory-ს ვერსიით მსოფლიოს ქამრისათვის იბრძოლოს. მოგების შემდეგ გიგა ჭიკაძემ რინგზე განაცხადა, რომ მზად არის მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს შეხვდეს.
ჭიკაძე კარიერას ამერიკაში, კერძოდ კლუბ kings mma-ში განაგრძობს. მისი პერსონალური მწვრთნელი, რაფაელ კორდეირო 2016 წელს გამართულ დაჯოლოდევაბზე წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
ვიდეო: gigachikadze.com