დალას მავერიკსმა გულშემატკივრებისთვის მორიგი ვიდეორგოლი დაამზადა. ვიდეოში ტეხასური გუნდის კალათბურთელებმა ცნობილი სუპერგმირები განასახიერეს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ზაზა ფაჩულია, კვლავ ჰალკის როლში მოგვევლინა.
32 მოგებითა და 28 მარცხით დალასი პორტლენდთან ერთად დასავლეთ კონფერენციაში 6-7 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩს მავერიკსი 2 თებერვალს, ორლანდოს წინააღმდეგ გამართვას.
წყარო: დალასის Facebook-ის გვერდი.