16 ნოემბერი 2024,   12:55
ვრცლად
მარკო მატერაცის აღიარება - რა უთხრა სინამდვილეში იტალიელმა ზინედინ ზიდანს

იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა, მარკო მატერაციმ, L’Equipe-თვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზიდანთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.

"იმ დღის შემდგე ინტერვიუს შემოთავაზება მთელი მსოფლიო მედიისგან მივიღე, მაგრამ თავს ვიკავებდი, რადგანაც წიგნის გამოცემა მქონდა გადაწყვეტილი. მინდოდა, ყველასთვის გულწრფელად მომეთხრო ზიდანთან ინციდენტის შესახებ. ჩემი სიტყვები სისულელე იყო, მაგრამ ასე მოქცევა არ დამიმსახურებია. რომში, ნეაპოლში, ტურინში, მილანში და პარიზში უფრო ცუდი სიტყვებიც მომისმენია, თუ როგორ მიმართავდნენ ადამიანები ერთმანეთს.

"მე ზიდანის დის შესახებ ვსაუბრობდი და არა დედამისზე, როგორც ეს სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელდა. როდესაც დედაჩემი გარდაიცვალა, მე მოზარდი ვიყავი და ასე არასოდეს მოვიქცეოდი. ვერ გამიგია, ამ ისტორიას რატომ მოჰყვა ამხელა რეზონანსი. ხალხმა მე ზიდანთან ინციდენტით დამიმახსოვრა, არადა ფინალში გოლი გავიტანე და მინდოდა, სწორედ ამით დავრჩენილიყავი გულშემატკივრების მეხსიერებაში," - განაცხადა მატერაციმ.

შეგახსენებთ, რომ ზუსტად 10 წლის წინ - 2006 წლის  9 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს იტალია და საფრანგეთი დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. დამატებით დროში კი ფრანგების კაპიტანი, ზინედინ ზიდანი, სწორედ მატერაცისთან უხეშობის გამო მოედნიდან გააძევეს, იტალიამ კი მუნდიალი თერთმეტმეტრიანების სერიაში მოიგო. 

 

წყარო: L’Equipe

დღის ამბები