16 ნოემბერი 2024,   12:54
ვრცლად
თბილისის დინამო ხორვატიაში დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის დინამომ სტუმრად ხორვატიის ჩემპიონთან ზაგრების დინამოსთან 0:2 წააგო.

პირველი ტაიმის მიწურულს ალჟირელმა ელ არბი ჰალილ სუდანიმ მასპინძლები დააწინაურა. 3 წუთში კი სხვაობა ორამდე ანტე ჩორიჩმა გაზარდა შესვენებამდე ხორვატებმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა, თუმცა თბილისელებს ჰქონდათ რამდენიმე საგოლე მომენტი.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა, იურაი იარაბეკმა, ხორვატებს დინამო არენაზე ჯოჯოხეთი შეჰპირდა.

"ჩვენი ამოცანა გოლის სტუმრად გატანა იყო, თუმცა ეს ვერ მოვახერხეთ და საპასუხოდ ორი ბურთი მივიღეთ. ფეხბურთი ასეთია, ზაგრების დინამო მაღალი კლასის გუნდია. საპასუხო თამაში? – ვფიქრობ, შანსი 30% გვაქვს. დინამო არენაზე 40 ათასი გულშემატკივარი მოვა და იქ მეტოქისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი იქნება. მომდევნო ეტაპზე გასვლა თუ გვინდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პირველ 20-25 წუთში გოლი გავიტანოთ," - განაცხადა იარაბეკმა.

გუნდების შორის საპასუხო შეხვედრა 2 აგვისტოს დინამო არენაზე გაიმართება.

დღის ამბები