"მნიშვნელოვანია, რომ ეს დოკუმენტი იყოს კვალიფიციური, სწორი როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია,“- ეს განცხადება, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით გააკეთა.
ოპოზიციის ბრალდებას, რომ მერია დოკუმენტის დამტკიცებას აჭიანურებს, კალაძემ უპასუხა. მისი თქმით, ოპონენტები ამ საკითხში ვერ ერკვევიან,
„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, იმიტომ ვგეგმავთ ამ შეხვედრებს, რომ რაც შეიძლება ბევრი ექსპერტი, ბევრი გამოცდილი ადამიანი, დარგის სპეციალისტი ჩაერთოს. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ვინც ჩემი ოპონენტები იყვნენ, მაგრამ ისინი საერთოდ ვერ ერკვევიან ამ საქმეში. ეს არის პროფესიონალების განსახილველი,“- განაცხადა კახა კალაძემ.