22 დეკემბერი 2024,   15:10
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, მეუფე გრიგოლის საქციელს სხვა მეუფეებიც გაითვალისწინებენ - მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი  

მეუფე გრიგოლის სააღდგომო მიმართვას,  მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი ეხმაურება. მსჯავრდებული დეკანოზის უფლებადამცველი მიხეილ რამიშვილი იმედოვნებს, რომ მეუფის პოზიციას სხვა სასულიერო პირებიც გაითვალისწინებენ და მსგავს განცხადებებს ისინიც გააკეთებენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ მეუფე გრიგოლის და რამდენიმე მეუფეს საქციელს გაითვალისწინებს სხვა მეუფეები და ყველა ერთიანად მიიღებენ გადაწყვეტილებას და დააფიქსირებენ იმ პოზიციას, რაც მეუფე გრიგოლმა უკვე მერამდენედ დააფიქსირა. ეს მიუთითებს, რომ ისინი კარგად მსჯელობენ თუ რა საშიშროება შეიძლებოდა და შეიძლება იყოს ეკლესიის წინააღმდეგ ამდაგვარი ქმედებები, რაც მამა გიორგის წინააღმდეგ განხორციელდა,“-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

სააღდგომო მიმართვაში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულებაზე საუბრობს და სწორედ ამ კონტექსტში ახსენებს დეკანოზ გიორგი მამალაძეს. მისი თქმით, "სასულიერო პირი სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ დამაჯერებლობას". მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ მომხდარი ბოლომდე გამოძიებული არ არის, რაც ჯერ კიდევ არსებულ საფრთხეზე მეტყველებს.

დღის ამბები