22 დეკემბერი 2024,   15:21
ვრცლად
ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ თითოეული ჩვენგანი უნდა გავუფრთხილდეთ დამოუკიდებლობას - ირაკლი კობახიძე

„ჩვენ დღეს ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც დაიღუპნენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს,“ - ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 9 აპრილის მემორიალთან გააკეთა. ირაკლი კობახიძემ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 9 აპრილი საზოგადოებას დამოუკიდებლობის ფასს კიდევ ერთხელ შეახსენებს.

„ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, რომ უნდა გავუფრთხილდეთ თითოეული ჩვენგანი დამოუკიდებლობას. ჩვენ ხანდახან ისე არ ვუფრთხილდებით ხოლმე ამ მიღწევას და ამ ღირებულებას, როგორც ეს არის საჭირო და დღევანდელი დღე ამის ფასს, ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვახსენებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები