17 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ლიბიის საპატიმროდან სამშობლოში დაბრუნებულ ქართველ მეზღვაურს, სოსლან კაკაბაძეს შეხვდნენ

ბათუმში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ლიბიის საპატიმროდან სამშობლოში დაბრუნებულ ქართველ მეზღვაურს, სოსლან კაკაბაძეს შეხვდნენ. როგორც უწყებაში განაცხადეს, სოსლან კაკაბაძის საქმის განხილვა ლიბიის სასამართლოში სამხედრო პოლიტიკური კრიზის გამო ვერ ხერხდებოდა.

დღევანდელ შეხვედრაზე კაკაბაძის ლიბიის საპატიმროში ყოფნის პერიოდი და იქ არსებული ვიტარება განიხილეს. ლიბიის საპატიმროში კიდევ ორი ქართველი მეზღვაური რჩება.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა, უწყება სოსლან კაკაბაძის ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე იზრუნებს.

ქართველი მეზღვაური სოსლან კაკაბაძე ლიბიაში 2015 წელს დააკავეს.

დღის ამბები