იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი თევზი სახელწოდებით "სიკვდილის მაცნე" კალიფორნიის სანაპიროზე გამოირიყა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.
მეცნიერების ინფორმაციით, თევზის გამორიყვის ფაქტი წელიწადში ერთხელ ფიქსირდება. ოკეანის იშვიათი ბინადრის ფოტოები სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევრებმა გამოაქვეყნეს.
აღნიშნული მოვლენა იმითაც არის უნიკალური, რომ მიმდინარე წელს, თევზის ამ სახეობის კალიფორნიის სანაპიროზე გამორიყვის მეორე შემთხვევაა.
თევზის ეს სახეობა ოკეანის ღრმა წყლებში ბინადრობს, სადაც სინათლე ვერ აღწევს. მათი სანაპიროზე გამორიყვა იშვიათი მოვლენაა.