17 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი ჩინეთის ლიდერს შეხვდა

ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი ჩინეთის ლიდერს შეხვდა. ჯოზეფ ბაიდენისა და სი ძინპინის შეხვედრა პერუში გაიმართა, სადაც ორი ქვეყნის ლიდერები აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე დასასწრებად ჩავიდნენ. ეს ამერიკის პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენის ბოლო შეხვედრა იყო სი ძინპინთან.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენმა სი ძინპინთან საუბრისას შეშფოთება გამოთქვა კურსკის რეგიონში ჩრდილოეთ კორეული სამხედრო კონტინგენტის შესვლის, ასევე, ჩინეთის მიერ რუსეთის სამხედრო მრეწველობის სექტორის მხარდაჭერის გამო.

მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხიც განიხილეს და ჯანსაღი კონკურენციის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

დღის ამბები