კლუბ „ბასიანსა“ და კაფე „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებთან დაკავშირებით ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ესაუბრა, სახალხო დამცველს კომუნიკაცია ჰქონდა მინისტრთანაც. ლომჯარიას თქმით, მისი მთავარი შეკითხვა იყო თუ რატომ განხორციელდა სპეცოპერაცია იმ დროს, როდესაც კლუბში მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
„ჩემი მთავარი შეკითხვა იყო, რომ თუ მათ ჰქონდათ ინფორმაცია წარსულში ნარკოტიკების გასაღებასთან დაკავშირებით, რატომ არ მოხდა მათი დაკავება და რატომ გახდა საჭირო კლუბის ტერიტორიაზე შესვლა. შსს-ის პოზიცია არის ის, რომ ეს ადამიანები აყვანილ იქნენ კლუბის გარეთ, თუმცა აცხადებდნენ, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია კლუბის შიგნითაც ნარკოტიკების შესახებ დ შესვლა ემსახურებოდა ნარკოტიკების ამოღებას ჩხრეკვის მეშვეობით,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.