17 ნოემბერი 2024,   18:22
ვრცლად
"წარმოდგენა არ აქვთ იმ ბნელი ზრახვების შესახებ, რომელიც რადიკალური ოპოზიციის გაერთიანებას აქვს - ადამიანების შეცდომაში შეყვანის სერიოზული პროგრამაა ჩამოყალიბებული" - გია ვოლსკი

რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ საპროტესტო აქციას "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დელეგატი, გია ვოლსკი გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, "ნაციონალური მოძრაობა" დიდ პროპაგანდას ეწევა იმ ადამიანებს შორის, რომლებიც არ არიან "ქართული ოცნების" ამომრჩევლები.

ვოლსკის თქმით, ამ ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ, "რა ბნელი ზრახვები ამოძრავებთ" ოპოზიციურ პარტიების ლიდერებს.

"ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა", რომელიც არა მარტო თანხებს ამობილიზებს, არამედ სერიოზულ პროპაგანდასაც ეწევა იმ ადამიანთა შორის, რომლებიც არიან იმ სექტის მონაწილეები, რომელიც ამ პოლიტიკურ ველზე ჩამოაყალიბეს რადიკალურმა ოპოზიციურმა სუბიექტებმა.

იმ ადამიანების შეცდომაში შეყვანის სერიოზული პროგრამაა ჩამოყალიბებული, რომელიც, შესაძლოა, რამით უკმაყოფილოები არიან, შესაძლოა, არ აძლევენ "ქართულ ოცნებას" ხმას, მაგრამ, ამავე დროს, წარმოდგენა არ აქვთ იმ ბნელი ზრახვების შესახებ, რომელსაც რადიკალური ოპოზიციის გაერთიანება ატარებს", - განაცხადა გია ვოლსკიმა.

დღის ამბები