ფაშისტური მოძრაობის 2 წევრი სამართალდამცველებმა სმვლელობიდან პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.
მიუხედავად ამისა, რუსთაველზე მსვლელობაში მონაწილეობას კვლავაც აგრძელებენ რადიკალური და აგრესიული დაჯგუფებების სხვა წევრები, რომლებიც სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცველებს ღიად ემუქრებიან.
სწორედ მათგან მომდინარე სააფრთხეების გამო გადადეს ლგბტ აქტივისტებმა დღეს დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია.