პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც მთავარი პროკურატურის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა, შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა ზაზა სარალიძეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ვფიცავ მაღალ ღმერთს, რომ ყოფილიყო ჩემი შვილი დამნაშავე რაღაცაში, გინდაც ეჭვმიტანილი, ხალხის წინაშე ვაცხადებ, რომ მე თვითონვე დავახრჩობდი ჩემ შვილს, თუ მას ჰქონდა საქართველოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილი.
მაჩალიაკშვილი ამბობს, რომ ის დღეს ზაზა სარალიძის გვერდით დგას.
„მერე, მე გამოვიყვან ჩემ ხალხს და დავანახებ რა შემიძლია და ვინ არიან ჩემ ზურგს უკან და მე მალხაზ მაჩალიკაშვილს ვანახებ მაგათ რა შეუძლია,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
აქვე, ზაზა სარალიძემ თავის მხრივ მხარდაჭერა გამოუცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილს და განაცხადა, რომ
„ჩვენ ეს სისტემა უნდა დავანგრიოთ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოისპოს ახალგაზრდების მკვლელობა,“ - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.