17 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
"სარალიძის საქმის უკან იკვეთება პოლიტიკური ინტერესები და ამის სათავეში ნიკა გვარამია დგას"- ირაკლი კობახიძე

სარალიძის საქმის უკან იკვეთება პოლიტიკური ინტერესები და ამის სათავეში ნიკა გვარამია დგას - ამის შესახებ განცხადება, ირაკლი კობახიძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას ხელმძღვანელობით , „ნაციონალური მოძრაობა“ ახდენს ამ საქმის პოლიტიზირებას.

"ბატონი გვარამია, პირდაპირ მოუწოდებს ადამიანებს აჯანყებისკენ. ეს არის ნიკა გვარამიას დღევანდელი პოზიცია. "ნაციონალური მოძრაობის" შესაბამისად ერთ-ერთი პოზიცია. მე შეგახსენებთ კონკრეტულად ვინ არის ნიკა გვარამია.  ნიკა გვარამია არის ადამიანი რომელიც კონკრეტულად ფუთავდა 7 ნოემბრის საქმეს და კონკრეტულად ფუთავდა გირგვლიანის მკვლელობას მაშინდელი ხელისუფლებისათვის. ეს არის უბინძურესი ადამიანი. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ- ერთი უბინძურესი ლიდერი, რომელიც არის პირდაპირ პასუხისმგებელი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. დღეს ეს ადამიანი, ასევე სხვა წარმომადგენლები "ნაციონალური მოძრაობის",  „რუსთავი 2’  პირდაპირ ჩანს როგორ ნაციონალური მოძრაობის პიარ მანქანა, ისინი პოლიტიკურად ერთვებიან ამ პროცესში და პირდაპირ იკვეთება პოლიტიკური ინტერესების ნიშნები,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ეს რომ არ ყოფილიყო მოკლული ბავშვების საქმე მაშინ შესაძლებელი იქნებოდა პოლიტიკური სპეკულირების თემის გაგება.  

მან ასევე ზონდერი უწოდა ზვიად კუპრავას. კობახიძის განცხადებით, პროკურატურასთან აქციას სწორედ ზვიად კუპრავა მართავს. 

დღის ამბები