ჯგუფი "ქუჩის ბიჭები" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საზოგადოებას, გამოძიების დასრულებამდე ნებისმიერი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.
განცხადებას მომღერლები ჯგუფის ოციფიალურ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებენ, რომელსაც უფვლელად გთავაზობთ:
"დიდი მადლობა ყველას, კიდევ ერთხელ, მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის - კოლეგებს, მედ. პერსონალს, საწრაფოს გადაუდებელ სამსახურს, ჟურნალისტებს, ჩვენს მსმენელს. მადლობა ღმერთს, ირაკლი გადარჩა და მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი.
"ეხლა მთავარია მისი გამოჯანმრთელება. დაველოდოთ გამოძიებას. კიდევ ერთხელ გთხოვთ, უმორჩილესად, რომ არ გაავრცელოთ ცილისმწამებლური განცხადებები, ვინაიდან ეს ხელს შეუშლის გამოძიების პროცესს და ჭეშმარიტების დადგენას.
"P.S. ჩვენი ოჯახის პრინციპია არა ნარკოტიკს და ამ პრინციპის ერთგული ვართ და დავრჩებით ბოლომდე
პატივისცემით ჯუფი ”ქუჩის ბიჭები”.