17 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
"ძალიან ბევრი დარღვევით ჩაატარეს არჩევნები, რაც ამ არჩევნების შედეგს ხდის არალეგიტიმურს, ამიტომ, თუ რამე არალეგიტიმურია, არის ეს პარლამენტი" - ირაკლი ფავლენიშვილი

არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში, პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატის დასწრება საკმარისია ყველა წევრის უფლებამოსილების ცნობისთვის.

ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ.

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ეს არჩევნები ძალიან ბევრი დარღვევით წარიმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ თავად არჩევნებია არალეგიტიმური.

"ლეგიტიმური არ არის თავად არჩევნები, სადაც ჩვენი მომხრეების უდიდეს ნაწილს წაართვეს პასპორტები, პირადობები. ძალიან ბევრი დარღვევით ჩაატარეს არჩევნები, რაც ამ არჩევნების შედეგს ხდის არალეგიტიმურს, ამიტომ, თუ რამე არალეგიტიმურია, არის ეს პარლამენტი", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები