17 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობა  - დაკავებულების ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებული ქალბატონებისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ადვოკატებმა სააპელაციოში უკვე გაასაჩივრეს.

თამთა ჯანჯღავასა და ნათია თოფურიასა აღმკვეთი ღონისძიების სახით პირველმა ინსტანციამ პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატები ამ გადაწვეტილებას დაუსაბუთებელს უწოდებენ. ორივე ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

„დღეს გავასაჩივრეთ აღკვეთის ღონისძიება შეფარდებული ნათია თოფურიას მიმართ, გამომდინარე იქიდან, რომ არ ვეთანხმებით კატეგორიულად მის მიმართ შერჩეულ აღკვეთის ღონისძიებას. სასამართლომ ვერ დაასაბუთა, საერთოდ განჩინებაც არ ჩაგვბარებია დასაბუთებული, თუ რის საფუძველზე შეუფარდეს პატიმრობა ნათია თოფურიას. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მოთხოვნების არც ერთი საფუძვლები და უგულებელყო მისი მოთხოვნები,“ - განაცხადა ნათია თოფურიას ადვოკატმა კახაბერ პაპავამ.

დღის ამბები