17 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
მოხსნილი სოციალური დახმარება - ნიკა მელია მცხეთის მუნიციპალიტეტში, ნანული გაბარაშვილის ოჯახში იმყოფებოდა

”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია მცხეთის მუნიციპალიტეტში, ნანული გაბარაშვილის ოჯახში იმყოფებოდა. ქალბატონი ნანული მარტოხელაა, მიუხედავად იმისა, რომ მას არანაირი საცხოვრებელი პირობები არ აქვს, სოციალური დახმარება მოუხსნეს.

ნიკა მელიამ ქალბატონს სერთიფიკატი გადასცა, რაც გარანტიას აძლევს ოჯახებს რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში გამარჯვებისთანავე შეიქმნება ივანიშვილის ხელისუფლების მიერ დაზარალებულთა ფონდი საიდანაც მათ ზიანი აუნაზღაურდებათ.

„მარტოხელა ქალბატონი ნანული გაბარაშვილი წლების განმავლობაში იღებდა სოციალურ დახმარებას, მხოლოდ და მხოლოდ 60 ლარის ოდენობით. მოულოდნელად,  „ქართულმა ოცნებამ“ შეუწყვიტა და რატო არ გაინტერესებთ? უცბად აღმოაჩინეს, რომ ქალბატონ ნანულის აქვს სარდაფი სახლში და ეს არის ოფიციალურად მიზეზი, რატომაც შეუწყვიტეს სარჩო-საბადებელი,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები