საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა. სამების ტაძარში საკვირაო ქადაგების შემდეგ, ილია მეორემ ეკლესიაში მყოფ ახალგაზრდებს, რომლებსაც უმაღლესში სწავლის გაგრძელება სურთ, წარმატებები და მისაღებ გამოცდებზე კარგი ნიშნების მიღება უსურვა.
ასევე, აბიტურიენტებიც, რომელებიც დღეს სამებაში იმყოფებოდნენ, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს უერთდებიან.
უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის მსურველი ახალგაზრდები კონკურსის დროს ელემენტარულ პირობებს ითხოვენ.
ისინი 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრებას აპირებენ. მათი თქმით, აუცილებელია საგამოცდო ოთახები გაგრილების სისტემით იყოს აღჭურვილი, რათა გამოცდების ჩაბარება ჰუმანურ პირობებში მოხდეს.