17 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
ავარია გომბორზე - ერთ-ერთი დაშავებული ტურისტი ამ წუთებში თელავიდან სამკურნალოდ თბილისში გადმოჰყვათ

გომბორზე მომხდარი ავტოავარიისას დაშავებული ერთ-ერთი ტურისტი ამ წუთებში თელავიდან სამკურნალოდ თბილისში გადმოჰყვათ. პაციენტს ნეკნები აქვს მოტეხილი. დანარჩენი დაშავებულები კი თელავის კლინიკებში რჩებიან - რეფერალურ საავადმყოფოში 16, ხოლო ყამბარაშვილის კლინიკაში 9 პაციენტია მოთავსებული. აქედან ერთს ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი და მას ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

ტვინის შერყევა აქვს მიღებულ სამ დაზარალებულს, დანარჩენებს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

„ადგილზე მუშაობდა 5 სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. მათ მიერ მოხდა 25 პაციენტის ტრანსპორტირება, მათ შორის 16 პაციენტი გადმოყვანილი იქნა თელავის რეფერალურ კლინიკაში, ხოლო 9 პაციენტი გადაყვანილია ყამბარაშვილის კლინიკაში. ამ ეტაპზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კრიტიკული, თუმცა ამ მომენტისთვის მიმდინარეობს ერთ პაციენტთა, ქალბატონთან ოპერაციულ ჩარევა,“- განაცხადა ყამბარაშვილის კლინიკის მორიგე რეანიმატოლოგმა ელდარ ბაღათიშვილმა.

მიკრო ავტობუსი, რომელიც გომბორის გზაზე გადაბრუნდა, კომპანია ”თრეველ თუ ჯორჯიას” ეკუთვნოდა. მისი ხელმძღვანელობა ტრანსპორტის გაუმართაობას კატეგორიულად გამორიცხავს.

„ყველა ავტობუსს საქართველოში გავლილი აქვს ტექ-დათვალიერება. მათ შორის, ამ ავტობუსსაც აქვს ტექ დათვალიერება გავლილი. ავარიის მიზეზი ცნობილი არ არის, იმიტომ რომ უშუალოდ არ შევსწრებივარ,“ - განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა.

ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი გომბორის გზაზე რამდენიმე საათის წინ ამობრუნდა. ამ დროს მიკროავტობუსში 27 მგზავრი იჯდა. მათგან 25 დაშავდა. ერთს ქირურგიული ოპერაცია ესაჭიროება. 

 
დღის ამბები