17 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
დაავადებული პირუტყვი სამცხე-ჯავახეთში-ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მიზეზი აფრიკული ინფექციაა

დაავადებული მსხვილფეხა საქონელი სამცხე-ჯავახეთში-ცხელება, გამონაყარი და საერთო სისუტე - ეს სიმპტომები საქონელს თითქმის ყველა ოჯახში აქვს. ადგილობრივები განმარტავენ, რომ ბაზარზე ერთი კვირაა არც რძე გააქვთ და არც ხორცი. ამ დაავადებაზე ინფორმაცია კი საერთოდ არ აქვთ.

დაავადებული პირუტყვის მეპატრონეები ყვებიან, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მსხვილფეხა საქონელი აცრა, თუმცა მათი მდგომარეობა ამის შემდეგ საგრძნობლად გაუარესდა. მოგვიანებით ვაქცინის შესახებ ინფორმაცია თავად მოიპოვეს და როგორც ამბობენ ვეტერინარებმა ძროხებს, ქათმების ვაქცინა გაუკეთეს.

მოსახლეობა ვარაუდობენ, რომ საქმე აფრიკულ დაავადებასთან აქვთ, რომელიც მწერის ნაკბენით გადადის. 

ავტორი: იზო ჩუბინიძე.

დღის ამბები