17 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
განათლების სამინისტრომ საგამოცდო ცენტრების ნაწილში გაგრილების სისტემის მონტაჟი უკვე დაიწყო

განათლების სამინისტრომ საგამოცდო ცენტრების ნაწილში გაგრილების სისტემის მონტაჟი უკვე დაიწყო. ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში მიმდინარე პროცესს მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია დაესწრო.

მისი თქმით, კონდიციონერების გარდა ოთახებში საჭიროების შემთხვევაში დაიდგმება ვენტილატორებიც.

„სადაც არის საშუალება კონდიციონერების დამონტაჟების, ჩვენ კონდიციონერებს ვამონტაჟებთ მხოლოდ ძაბვის სიმძლავრეები გვიშლის ამ წუთას ხელს. რა თქმა უნდა, კონდიციონერები უნდა შემოვიდეს, მაგრამ შემოვა და შესაბამისად პრობლემა არ იქნება. რაც შეეხება რატომ არ დამონტაჟდა, ამ კითხვაზე არა ერთხელ გამიცია პასუხი და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ჩენ დღეს რასაც ვაკეთებთ, ეს არის სწრაფი გადაწყვეტილება. არა კონდიციონერის ჩანაცვლების, არამედ იმ დღეებში, სანამ კონდიციონერი დაიდგმება, ვითარების ოდნავ შემსუბუქების მიზნით, ყველა სკოლაში ჩვენ უკვე ვდგამთ ვენტილატორებს. არათანაბარ ვითარებას გვაჩვენებს რეალობა. მე ძალიან პრინციპულად ველი, ისევე როგორც ყველა დანარჩენი, ორშაბათის გამოცდების მიმდინარეობას. რადგან კონდიციონერები საკმარისი რაოდენობითაა დაყენებული სკოლებში რომ დავინახოთ, ეს ქმნის თუ არა განსხვავებულ ვითარებას, ორშაბათის შედეგები გვეტყვის ამას,“ - განაცხადა თეიმურაზ მურღულიამ.

დღის ამბები