ევროკავშირის დახმარებით ბავშვებს, რომლებსაც განვითარების რომელიმე სფეროში შეფერხება, ქცევითი სირთულეები აღენიშნებათ თავისივე რეგიონში, ან სულაც სახლში სპეციალურ პროცედურებს უტარებენ.
ერთ-ერთი მათგანია პატარა ლუკა. ლუკას წინსვლა ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრს „ცისარტყელას“ უკავშირდება. ბინაზე სპეციალური პედაგოგის ვიზიტის შემდეგ მისი უნარების განვითარება სწორედ იქ გრძელდება.
ევროკავშირის დახმარებით ნაფარეულის საბავშვო ბაღის ორი ოთახი გარემონტდა და კადრები გადამზადდა. საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესში პატარების ჩართვაზე ფსიქოლოგი, პარასპეციალისტი და მეტყველების პედაგოგები ერთობლივად ზრუნავენ.
ადრეულ ასაკში გამოვლენილ განვითარების შეფერხებებზე საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია თელავში 10 წელია მუშაობს.
ევროკავშირმა სოციალური საწარმო როგორც სტარტაპ იდეა ისე დააფინანსა და ამისათვის 20 ათას ლარამდე გამოყო.
ავტორი: ნანიკო სისვაძე