17 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
ფრანგული ლიტერატურის ცოცხალი ლეგენდა საქართველოში  - მიშელ უელბეკის ინტერვიუ "პოსტსკრიპტუმთან"

ფრანგული ლიტერატურის ცოცხალი ლეგენდა, მიშელ უელბეკი საქართველოშია. საქართველოში ჩამოსვლა 40 სხვა ქვეყნის შეთავაზებას არჩია, მიზეზი მისი ინტერესია. ცოტას საუბრობს, უპრეტენზიო და თავისებურია.

მიშელ ტომა, კუნძულ რიეუნიუნზე დაიბადა, 6 წლამდე ალჟირში ცხოვრობდა. ჰიპმა მშობლებმა შემდეგ მეორე ბებიასთან საფრანგეთში დატოვეს. უელბეკი მისი გამზრდელი ბებიის გვარია.

პირველი რომანი 35 წლის ასაკში გამოაქვეყნა, მაგრამ წარმატებას არ ელოდა. მხოლოდ მეორე რომანის შემდეგ მიეცა იმის საშუალება, საარსებოდ რუტინული სამუშაოსთვის თავი დაენებებინა და წერისთვის მოეცალა. სექსი, რელიგია, მარტოობა, უიმედობა მისი შემოქმედების მთავარი თემებია. წერს ყველაფერს რასაც ფიქრობს, თუნდაც ეს საზოგადოებაში არაპოპულარული თემა იყოს. კრიტიკოსები ხშირად უწოდებენ ქსენოფობს და პროვოკატორს. საკუთარ წიგნებზე და მოქმედებებზე ლაპარაკი დიდად არ უყვარს. 

 

დღის ამბები