17 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს დელეგაცია სპეციალურ რეზოლუციას წარადგენს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე,  რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დელეგაცია სპეციალურ რეზოლუციას წარადგენს.

რეზოლუციაში საუბარი იქნება ტატუნაშვილი-ოთხოზორია-ბაშარულის მკვლელობის ფაქტზე, ასევე სამშვიდობო ინიციატივებზე.

ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ეუთო მხარს დაუჭერს რეზოლუციას. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი,  გიგი წერეთელი ეუთოს ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე იყრის კენჭს. მისი თქმით, აუცილებელია ეუთოს წევრ ქვეყნებთან ერთად მუშაობა და დანაშაულში მონაწილეების დასჯა.

„საქართველოს დელეგაციამ წარადგინა სპეციალური რეზოლუცია, რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ამ ტექსტში იქნება ასევე, ოთხოზორია-ტატუნაშვილი- ბაშარულის საკითხიც და სწორედ ყურადღების მიქცევა ეუთოს წევრი ქვეყნებისა, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა და დასჯა იმ ადამიანების, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ დანაშაულში,“-  განაცხადა გიგი წერეთელმა.

დღის ამბები