თბილისის ცენტრალურ უბნებში უნდა შეიზღუდოს K2 კოეფიციენტის გაცემა, რაც ქაოტურ მშენებლობებს შეზღუდავს - ასეთია დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორის „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლების ხედვა. კომპანიაში აცხადებენ, რომ დოკუმენტში, რომელიც საბოლოოდ საკრებულომ უნდა დაამტკიცოს 11 ლოკაცია შევიდა, სადაც რეკრეაციული ზონები უნდა განვითარდეს, მათშორის არის ელიავას ბაზრობის ტერიტორია.
„საუბარია იმაზე, რომ არა მხოლოდ ელიავას ტერიტორია, არამედ აგლაძის ქუჩაც, ანუ მიმდებარე ქუჩა სადაც იცით თქვენ რომ ძალიან ბევრი მცირე საწარმო არის, საამქროები და იქ მაცხოვრებლებს ეს ძალიან ხელს უშლის, ეს ბუნებრივია იმიტომ, რომ იქ ღია წესით ხდება ქვიშის, ხრეშის გაყიდვა. არის რკინის დამამუშავებელი მცირე საწარმოები, საამქროები. მათი მომავალი ბედი განისაზღვრება სწორედ ჩარჩო გეგმით. აქ მოლაპარაკებები იწარმოებს კერძო მესაკუთრეებთან. მათი ინტერესებიც მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული და იმ მოსახლეობისაც რომელიც იქ ცხოვრობს. და უპირატესად მინდა რომ ეს ტერიტორია გამწვანების და რეკრეაციის კუთხით იყოს განვითარებული,“-განაცხდაა გენგეგმის თანაავტორმა მამუკა სალუქვაძემ.
თბილისის განვითარების გენერალური გეგმა საკრებულოში უკვე შესულია.