17 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
ნატოს სამიტის ფარგლებში საქართველო უმაღლესი დონის შეხვედრებსა და სხდომებში მიიღებს მონაწილეობას

11-12 ივლისს,  ნატოს სამიტის ფარგლებში ნატო-საქართველო-უკრაინის კომიტეტის სხდომა უმაღლეს დონეზე გაიმართება.  სხდომის შემდეგ იგეგმება საქართველოს პრეზიდენტისა და ალიანსის გენერალური მდივნის ერთობლივი ბრიფინგი. შეხვედრაზე საუბარი იქნება სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ახალ კონცეფციაზე.

მნიშვნელოვანი სამიტის მოლოდინზე ევროპელი პოლიტოლოგები მსჯელობენ, რომელთა შეფასებითაც სამიტის შემდეგ იქნება „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში,“ ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს და ნატოს თანამშრომლობა უფრო მეტად გაღრმავდება. ექსპერტთა მეორე ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოს საბოლოო წევრობისთვის ნატოში, პოლიტიკური  კონსენსუსი ჯერჯერობით არ არის. ასევე ექსპერტთა აზრით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება უსაფრთხოების თვალსაზრისით აუცილებელია.

მარტინის ცენტრის ექსპერტი როლანდ ფრეუდენშტაინი აცხადებს, რომ  ნატოში გაწევრიანების ვადების განსაზღვრა რუსეთ-საქართველოს ომმა განაპირობა.

„თქვენ კარგად გახოვთ 2008 წელი, ბუქარესტის სამიტი, საქართველოს და უკრაინას მაშინ სურდა მაპ-ის მიღება, თუმცა ეს ასე არ მოხდა. დაპირება იქნა გაცემული რომ თქვენ გახდებოდით ნატოს წევრი ქვეყანა, თუმცა ვადები კონკრეტულად არ დასახელებულა. არსებობს ორი თეორია, პირველი სწორედ 2008 წლის ომმა გამოიწვია ის რომ ნატოს დანაპირები არ იქცა რეალობად და მეორე რომ, ალიანსის დანაპირები გახდა ამ ომის ერთ ერთი მიზეზი. ამ სამიტის მერე კი, უფრო გაღრმავდება ნატო საქართველოს თანამშრომლობა. მეტი წრთვნა, მეთი სწავლება, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეტი მხარდაჭერა ტექნიკური აღჭურვილობით, მაგრამ რაც შეეხება მაპს, ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსენსუსი ამ ეტაპზე არ არის,“ - განაცხადა როლანდ ფრეუდენშტაინმა.

ექსპერტები იმედს გამოთქვამენ, რომ დასავლური და ჩრდილოატლანტიკური პოზიციები ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს 16 ივლისს, ნატოს სამიტის შემდეგ სეხვდებიან, რაც ექსპერტების აზრით დადებითი მოვლენაა. 

„არსებობს იმის შიშიც რომ, ვლადიმერ პუტინი გამოიყენებს თავის ძველ მეთოდს, რომელიც მან საკმაოდ კარგად შეისწავლა ჯერ კიდევ გერმანიაში აგენტად მუშაობისას. არის იმის საფრთხეც რომ, პუტინი შეეცდება ტყუილი დაპირებებით ტრამპს ათქმევინოს ის, რაც არ არის ამერიკის ოფიციალური პოზიცია”- განაცხადა  ფრეუდენშტაინმა.

ექსპერტი იენჟი პომიანოვსკი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტების ორმხრივ შეხვედრაზე  მნიშვნელოვანი თემები დავიწყებული არ იქნება.

„პოლიტოლოგებს, ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელებს გვაქვს მოლოდინებიც და ამავ დროულად გარკვეული შიშები. ხომ არ იქნება დავიწყებული მნიშვნელოვანი საკითხები, მაგალითად ისაუბრებენ თუ არა პოლიტიკურ პატიმრებზე რუსეთში, რა პოზიცია იქნება დაფიქსირებული ყირიმის ანექსიაზე. იქნება თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია მკაცრი და მკვეთრი თავის პოზიციაში, დააფიქსირებენ თუ არა მთავარ დასავლურ ფასეულობებს, თუ შეეცდებიან იპოვონ საერთო ენა, რაც პუტინს მისცემს საშუალებას იმოქმედოს ისე როგორც ყოველთვის,“ - განაცხადა იენჟ პომიანოვსკიმ.

დღის ამბები