17 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
"ეს არ არის კრიტიკა, ეს არის ცრუ ინფორმაცია" - მიქაუტაძე სასამართლოში არსებული კორუფციის შესახებ გამოქვეყნებულ სკანდალურ კვლევას ეხმაურება 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ​წარმოდგენილ სკანდალურ კვლევას, სადაც  სასამართლოებში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებით არის საუბარი სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა უპასუხეს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ კვლევა ცრუ ინფორმაციას ეფუძნება.

საუბარია კვლევაზე, რომელიც ყოფილი მოსამართლეებისა და მოქმედი ადვოკატების ანონიმურ ინფორმაციას ეფუძნება.

ორგანიზაციას კონფიდენტებმა ის სქემები გაუშიფრეს, რომლითაც დღეს სასამართლოში საქმეები ლაგდება და რომლის სათავეშიც გავლენიანი კლანები დგანან. ამონარიდი ერთ-ერთი წყაროს ჩვენებიდან: "საქმეები ლაგდება „ბოსებთან” ანუ, გავლენიანი ჯგუფის წევრი მოსამართლე იღებს ფულს და შემდეგ საქმეებს ანაწილებს იმ მოსამართლეებთან, რომლებიც მათი გავლენის ქვეშ არიან."

უმაღლესი საბჭოს მდივანი კი აცხადებს, რომ მათ კვლევის წარდგენის პროცესში პასუხების გაცემის შესაძლებლობაც კი არ მიეცათ. 

„კვლევა მთლიანად დაფუძნებულია ცრუ ინფორმაციაზე. ეს არ არის კრიტიკა, ეს არის ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით მცდელობა იმისა, რომ ჩირქი მოეცხოს სასამართლოს სისტემას და შეიქმნას ილუზია, რომ სასამართლოში არის კორუფცია. ძალიან ღიმილის მომგვრელია ტერმინი „ბოსები“ ადრე იყო ტერმინი კლანები, მე თუ მკითხავთ შეიძლება, ალბათ, „სერითაც“ შეიცვალოს,“-ამბობს გიორგი მიქაუტაძე.

დღის ამბები