17 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
სასამართლო იმყოფება ქვიშაში თავჩარჭობილი სირაქლემას პოზიციაში - ზურაბ ჯაფარიძემ ზოოპარკს დედალი სირაქლემა სთხოვა

„სასამართლო სისტემა მთლიანად გადაქცეულია ქვიშაში თავჩარგულ სირაქლემად" - ამის შესახებ განცხადებას, ახალი პოლიტიკური ცენტრის - „გირჩის“ ლიდერი აკეთებს. ზურაბ ჯაფარიძე ღია წერილს ავრცელებს და ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს მიმართავს და სთხოვს, რომ ამ რეალობის თვალსაჩინოდ დემონსტრირებისთვის 13 ივლისს, მის სასამართლო პროცესზე, ნახევარი დღით დედალი სირაქლემა ათხოვონ, რომლის უსაფრთხოდ ტრანსპორტირებას პარტია "გირჩი" უზრუნველყოფს.

„ამას აქვს, ცხადია, სიმბოლური დატვირთვა... ვთვლით, რომ ქვეყნაში სასამართლო არ არის რეალურად, სასამართლო იმყოფება ქვიშაში თავჩარჭობილი სირაქლემას პოზიციაში და გაცნობიერებულად უარს ამბობს იმის გააზრებაზე, რა უსამართლობა ხდება ქვეყანაში,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე კი აცხადებს, რომ მათ სირაქლემა 13 ივნისის ტრაგედიის დროს დაეღუპათ და მხოლოდ ემუ ჰყავთ, რომელიც საკმაოდ აგრესიული ფრინველია და არც ქვიშაში თავის ჩარგვა ახასიათებს.

13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჯაფარიძის გადადებული პროცესია ჩანიშნული, რომელზეც მას შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.

დღის ამბები