17 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
„მომწამლეს ყავით, საქმეში სუს-ის მოქმედი თანამშრომელი ფიგურირებს," - ზვიად კუპრავას დღეს გამოკითხავენ

თბილისის პოლიციის სამმართველოში "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას დაკითხვა გაგრძელდება.

საქმე ეხება კუპრავას მოწამვლის მცდელობის შესახებ ინფორმაციას. კუპრავა ამტკიცებს, რომ აქციების დროს უსაფრთხოების თანამშრომელმა მას სასმელში საწამლავი ჩაუყარა.

„აქციაზე მოხდა ჩემი მოწამვლა. მომწამლეს ყავით. მე ამ დრომდე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ვაგროვებდი მტკიცებულებებს. არის კონკრეტული მტკიცებულებები, რითაც შეუძლია პროკურატურას გავიდეს რეალურად დამკვეთზე და დამკვეთზე ზევით. საქმეში ფიგურირებს კონკრეტული პირი, რომელის სახელი და გვარი ცნობილია, ის არის სუს-ის მოქმედი თანამშრომელი,"- აცხადბეს კუპრავა.

ავტორი: თამთა ჯიქია. 

დღის ამბები