17 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
"ხადაში დატრიალებულმა უბედურებამ ჩვენი საზოგადოება შეძრა," - პატრიარქი სმიტების ოჯახის მკვლელობას ეხმაურება

ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობას საქართველოს პატრიარქი ეხმაურება. სმიტების ოჯახის მკვლელობის გამო ილია მეორე ამერიკელ ხალხს და გარდაცვლილთა ოჯახის ახლობლებს უსამძიმრებს.

პატრიარქის სამძიმრის წერილი შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ელიზაბეთ რუდს გაეგზავნა.

ილია მეორე აღნიშნავს, რომ გახშირებული მძიმე დანაშაულებების მიუხედავად, ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაზე საზოგადოებას მწვავე რეაქცია ჰქონდა, რადგან ტრაგედიის მსხვერპლი მთელი ოჯახი იყო.

„6 ივლისს სოფელ ხადაში დატრიალებულმა უბედურებამ ჩვენი საზოგადოება შეძრა. მსოფლიოშიც და ჩვენს ქვეყანაშიც გახშირებული მძიმე დანაშაულებების მიუხედავად, ხალხს მწვავე რეაქცია ჰქონდა, რადგან ტრაგედიის მსხვერპლი იყო მთელი ოჯახი, მით უმეტეს, სტუმრად მყოფი ოჯახი. ვუერთდები საერთო განწყობას და საქართველოს ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით, გამოვთქვამთ დიდ მწუხარებას მომხდარის გამო და გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და მათ ახლობლებს და ამერიკელ ხალხს,“ - აღნიშნულია კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.

დღის ამბები