17 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
სოფელ ზესხოს ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენი ჩაერთო

სვანეთში, სოფელ ზესხოს ტყეში გაჩენილ ხანძრის ლოკალიზებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი  ჩაერთო. ამ დროის მონაცემებით, ცეცხლი 2.5 ჰექტარზეა მოდებული.

ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი. ასევე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე მოახდინა დამატებითი ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება. ადგილზე მობილიზებულია დამატებითი ჯგუფები თბილისიდან და იმერეთის რეგიონიდან.

ხანძრის ქრობის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ურთულესი რელიეფის გამო ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს. არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი მთის ზედა საფარზე გავრცელებულიყო, თუმცა მეხანძრე-მაშველების აქტიური რეაგირების შედეგად ცეცხლი დიდ ფართობზე არ გადასულა.

დღის ამბები