უმრავლესობის დეპუტატის სოფიო კილაძის განცხადებაზე, ზვიად კუპრავას ვილნიუსში ვიზიტთან დაკავშირებით "სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის" ხელმძღვანელი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
საიდან იცოდა სოფიო კილაძემ კუპრავას საზღვარგარეთ ვიზიტის შესახებ - ამ ინფორმაციის გამოძიების მოთხოვნით მან საგამოძიებო უწყებას რამდენიმე დღის წინ მიმართა.
სოფიო კილაძემ სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელს ვილნიუსში ვიზიტთან დაკავშირებით კითხვები საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე დაუსვა, რის შემდეგაც მან "ქართული ოცნების" დეპუტატი ჯაშუშობასა და თვალთვალში დაადანაშაულა და პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. კუპრავა ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სოფიო კილაძეს არ უნდა სცოდნოდა.
„აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაწყებულია ლიტვაშიც. ქალბატონ სოფიოს მოუწევს არამხოლოდ ქართული მართლმსაჯულებისთვის კითხვებზე პასუხის გაცემა, არამედ ლიტვის და ევროპის მართლმსაჯულების კითხვებზე პასუხის გაცემაც,“- აცხადებს კუპრავა.