Holiday Inn-ში, არჩევნებში გენდერულ ბალანსზე და ქალთა პოლიტიკურ ჩართულობაზე მსჯელობენ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით, ორ დღიანი საერთაშორისო კონფერენცია იმართება. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ცესკო საგანმანათლებლო პროექტებზე მიაწვდის იმ ინფორმაციას, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია გენდერული თანასწორობის მიმართულებით ახორციელებს.
კონფერენცია ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით იმართება.