თბილისის მერე კახა კალაძე სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და დეველოპერებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა წარუდგინა. შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებმა კახა კალაძეს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.
თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას 50-მდე ორგანიზაციის, მათ შორის მენაშენეთა ასოციაციის 35 წევრი და არაწევრი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მენაშენეთა ასოციაციის წარმომადგენლების განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ მშენებლობის სფეროში უამრავი პრობლემაა, მერიის მუშაობა უკეთესობისკენ მიდის, სტანდარტი აწეულია, მაგრამ მუშაობის პროცესი გაუმჯობესებულია.
თბილისის მერის წარმომადგენელმა მაია ბითაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია მუდმივად ღია და გამჭვირვალე იქნება და ყველა იმ სამართლიან შენიშვნას მიიღებს, რომელიც შესაძლოა სერვისის მიწოდების ნაწილში არსებობდეს.
„განხილული იქნა ის ძირითადი გამოწვევები და რაც ამ მიმართულებით არსებობს, ქალაქ განვითარების და ქალაქ მშენებლობის მიმართულებით არსებობს ჩვენს დედაქალაქში, შესაბამისად ჩვენ დავგეგმეთ სამომავლო ღონისძიებები, მათ შორის კანონმდებლობის ფორმირებისა ტუ პრაქტიკული ღონისძიებების თუ სერვისების გაუმჯობესების თვალსაზრისით,“- აცხადებს მაია ბითაძე.