17 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
იუსტიციის მინისტრმა დაარღვია პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონი - კახა კოჟორიძე მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს აკრიტიკებს 

საპროკურორო საბჭოს მიერ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძის წარდგენას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოეხმაურნენ. კახა კოჟორიძის განცხადებით, პრეზიდენტს ჰქონდა მოლოდინი, რომ პროცესი უფრო გამჭირვალე და საზოგადოების მეტი ჩართულობით წარიმართებოდა, თუმცა მისი თქმით, თეა წულუკიანმა ამ გამოწვევას თეა წულუკიანმა თავი ვერ გაართვა.

„სამწუხაროდ, როგორც თავიდანვე იყო ვარაუდი იუსტიციის მინისტრმა ამ ამოცანის შესრულებას ვერ გაართვა თავი. უფრო მეტიც, პირდაპირ გეტყვით როგორც იურისტი, რომ მან პირდაპირ დაარღვია პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრი  ვალდებულია ერთი თვის განმავლობაში  სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებთან და სხვებთან აწარმოოს კონსულტაციები. ასეთი  კონსულტაციები არ შემდგარა. ამის შემდეგ მან დაასახელა სამი კანდიდატი და ბოლოს ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ სამწუხაროდ, საპროკურორო საბჭომ არ წარმართა პროცესი გამჭირვალედ, სადაც საზოგადოებას ექნებოდა შესაძლებლობა რომ ერთის მხრივ მოესმინა ის კითხვები რომელიც არსებობდა კანდიდატებთან მიმართებაში და მოესმინა ასევე პასუხები.

"მთლიანობაში ეს იყო ცუდი პროცესი, რომელიც ნდობის გაზრდას პროკურატურის მიმართ ვერ შეუწყობს ხელს,“-განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძემ.

საპროკურორო საბჭომ შალვა თადუმაძე მთავარი პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარადგინა. შალვა თადუმაძის კანდიდატურას მხარი საბჭოს აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა. მისი ამ თანამდებობაზე  დანიშვნის მომხრე საბჭოს 12 წევრი იყო, წინააღმდეგი კი არც ერთი არ წასულა. თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია იუსტიციის მინისტრს. 

დღის ამბები