ხადას უნიკალურ ხეობას განადგურების საფრთხე ემუქრება. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხეობაში მალე ახალი მაგისტრალი უნდა გაიყვანონ, რომელიც ხეობას რუსეთის საზღვართან პირდაპირ დააკავშირებს. შედეგად, ხადაში 90-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს დანგრევა ემუქრება. მოსახლეობა სამშენებლო პროცესი დაწყებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ხეობის მცხოვრებლები პროტესტისთვის ემზადებიან.
გზის მშენებლობა სოფელ ქვეშეთიდან უნდა დაიწყოს, მაგისტრალის ირგვლივ კი ყველა ტურისტული ობიექტის მშენებლობა აიკრძალება. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო ტურიზმია, პროექტის განხორციელების შემდეგ კი უნიკალური ხეობა უცხოელი დამთვალიერებლებისთვის საინტერესო აღარ იქნება.
ხეობა რეკრეაციულ ზონად არის გამოცხადებული, სადაც მშენებლობა კატეგორიულად აკრძალულია. მშენებლობის შემდეგ კრიტიკულად მძიმე იქნება ხეობის ეკოლოგიური მდგომარეობა.
სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, რომლებმაც გზის მშენებლობის პროექტი უნდა მოამზადონ, ადასტურებენ, რომ პროექტში ბევრი ხარვეზია. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ პროექტის საბოლოო ვარიანტში მოსახლეობის და ექსპერტების შენიშვნები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.
გზის მშენებლობას ხადას ხეობაში აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს, სატრანზიტო გზა წინასწარი გათვლებით 350 მილიონის ღირებულებისაა.