17 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
ტვინის შერყევა და სხვადასხვა დაზიანებები სხეულზე - 20 წლის კოკა კობალაძე პოლიციას ცემაში ადანაშაულებს 

20 წლის კოკა კობალაძე, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში სამართალდამცველებს ადანაშაულებს.

ნაცემი ახალგაზრდა ოჯახი ამბობს, რომ პოლიციელები 20 წლის ბიჭის საკუთარ სახლში ინფორმაციის მიღების მიზნით სცემეს. გამომძიებლებმა უკვე გამოკითხეს დაზარალებული მოზარდიც, რომელიც ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაში ტვინის შერყევის დიაგნოზით და სხვადასხვა სახის დაზიანებებით რჩება.

ახალგაზრდა ცემაში ორ პირს ადანაშაულებს, მათგან ერთ-ერთს პოლიციელის ფორმა ეცვა. ისინი მისგან მამის, ალექსანდრე კობალაძის შესახებ ინფორმაციას ითხოვდნენ, რომელიც რამდენიმე თვის წინ საფრანგეთში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი თავდასხმაში პოლიციელების მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.

მომხდარს პროკურატურას სწავლობს. დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები