ხანძარი დიდუბის ხიდთან - ცეცხლი საბურავებს გაუჩნდა და დაახლოებით 50 კვ ფართობზე გავრცელდა. ტერიტორიაზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში დაკვამლიანება იყო. მეხანძრე მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს.
"შალიკაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გამოვიდა ორი ერთეული სახანძრო ავტოცისტერნა. იწვოდა საბურავები დაახლოებით 50 კვ,მ. ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საშიშროებას არ წარმოადგენს“-განაცხადა ნაძალადევის რაიონის განყოფილების უფროსის მოადგილემ დავით მაისურაძემ.