რიგით 54-ე საყოველთაო ნათლობა - საქართველოს პატრიარქის ნათლული კიდევ 600-ზე მეტი ჩვილი გახდა.
ნათლობა დღის ბოლოს სამების საკათედრო ტაძარში შედგა, მოგვიანებით ახლადმონათლულები ილია მეორემ დალოცა და მათ ქადაგებით მიმართა. ამჟამად პატრიარქს უკვე 35 ათზე მეტი ნათლული ჰყავს.
ილია მეორის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.