17 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახი აცხადებს, რომ მალხაზ კობაური ჩვენებას მხოლოდ FBI-ს გამომძიებლებს მისცემს

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ოჯახი ითხოვს, რომ დაკავებული, რაც შეიძლება მალე დაკითხონ ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს გამომძიებლებმა.

ბრალდებულის დედა და ადვოკატი აცხადებენ, რომ კობაური ჩვენებას მხოლოდ ამერიკელ გამომძიებლებს მისცემს.

„არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად მისცეს ჩვენება ამერიკის ფედერალური ბიუროს გამომძიებლებს, აქედან გამომდინარე, ჩვენ დაინტერესებული ვართ მათთან შეხვედრით, თანამშრომლობით და იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა შედგება, ასევე, ჩვენი მეორე მოთხოვნა არის ის, რომ ყველა ექსპერტიზა, რაც ამ საქმის ირგვლივ არის ჩატარებული და დანიშნული, ჩატარდეს აშშ-ის ფედერალური ბიუროს მიერ აშშ-ში და მათ კვლევით ლაბორატორიებში და საექსპერტო ბიუროებში,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ოჯახის წევრები ასევე ითხოვენ, რომ ყველა ექსპერტიზა საქმეზე სწორედ FBI-მ ჩაატაროს.

დღის ამბები