29 სექტემბერი 2024,   19:25
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონი-თბილისის საავტომობილო მაგისტრალზე - სამი სატვირთო მანქანა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონი-თბილისის საავტომობილო მაგისტრალზე - მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე სამი სატვირთო მანქანა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამივე შემთხვევის მიზეზი ამინდის გაუარესება გახდა, სატვირთოები წვიმის გამო მოცურდა. არც ერთ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სამივე მძღოლი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.

დღის ამბები