გახმაურებული მკვლელობის ახალი დეტალები ხადას ხეობიდან - ადგილობრივი მწყემსები კურიერს უყვებიან, რომ დაკავებული პირი თავის ტელეფონში გარდაცვლილი ქალის ფოტოს ინახავდა.
ცხედრისთვის გადაღებული სურათს ჯერ კიდევ 4 ივლისს მალხაზ კობაური სხვა მწყემსებსაც აჩვენებდა მაშინ, როცა ლორა სმიტის გვამს მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მიაკვლიეს.
ადგილობრივების თქმით, შემთხვევის დღეს ხეობაში სმიტების გარდა სხვა უცხო პირები ან მანქანა არ შეუნიშნავთ.
კობაურების ოჯახში კი ამბობენ, რომ მკვლელობა მალხაზ კობაურს არ ჩაუდენია და სმიტების ოჯახის წევრები ორმა მათთვის უცხო პირმა დახოცა. ხადას ხეობაში კი ისინი შავი ჯიპით მივიდნენ.
ოჯახის წევრები ითხოვენ, რომ მალხაზ კობაური FBI-ის წარმომადგენლებმა დაკითხონ. ისინი გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ.
„ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაკითხოს და გამოიძიოს ამერიკამ, ჩაერთოს მთლიანად თავისი საგამოძიებო ჯგუფით. ჩვენ ამათ აღარ ვენდობით უკვე, ძალიან აღარ ვენდობით. არ ვენდობით ფაქტებიდან გამომდინარე, რაც გამოვლინდა. არ არის ეს ბავშვი მკვლელი, ხალხო, არა. მაგას არ შეეძლო. მეცხვარე ბიჭი ცხვარს კი არა, ქათამს რომ ვერ დაკლავს, როგორ უნდა მოკლას ადამიანი, მითუმეტეს, ბავშვი. ამას დიდი გამბედაობა ხომ უნდა,“ - განაცხადა მალხაზ კობაურის დეიდამ.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.