საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, გიორგი მღებრიშვილმა, ევროკომისიის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების გენერალურ დირექტორთან ადმინისტრაციული შეთანხმება გააფორმა.
ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ საქართველო შეძლებს, ევროკავშირისაგან მიიღოს სწრაფი დახმარება სამოქალაქო უსაფრთხოების მიზნით.
შეხვედრას მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გიორგი მღებრიშვილის თქმით, ეს დოკუმენტი არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე. მღებრიშვილის განცხადებით, ეს არის ევროკავშირისთვისაც და საქართველოსათვისაც ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა.
„ეს დოკუმენტი, კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ არის წინ გადადგმული ნაბიჯი ევროინტერგრაციის გზაზე. დაგვეხმარება რეფორმების წარმატების გახორციელებაში. ეს დოკუმენტიც ამას გულისხმობს, იქნება ინტენსიური თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა,“ - განაცხადა მღებრიშვილმა.
შეთანხმებას ასევე ეხმიანება ევროკომისიის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების გენერალური დირექტორი, ქრისტოს სტილიანიდისი. ის საქართველოს ამ ნაბიჯს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ამით ჩვენი ქვეყანა მისაბაძი გახდა.
„საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ამ კუთხით და მთელი რეგიონისათვის მისაბაძი გახდა,“ - განაცხადა სტილიადისმა.