ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საპასუხოდ ოკუპირებული აფხაზეთი შავი სიის საკუთარ ვერსიაზე მუშაობს. არასასურველი პირების ჩამონათვალი ე.წ.-მა რესპუბლიკურმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ შეადგინა და საოკუპაციო რეჟიმის პარლამენტსა და მთავრობას გადაუგზავნა. სია 26-კაციანია.
ჩამონათვალში მოხვდნენ მიხეილ სააკაშვილი, ახალაიები, ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, მეგის ქარდავა, დავით კეზერაშვილი, რომა შამათავა, თენგიზ კიტოვანი და სხვები.
შავ სიაში შესულ 26-ვე პირს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სამხედრო დანაშაულების ჩადენაში, გენოციდსა და ტერორისტულ საქმიანობაში ადანაშაულებენ.
ავტორების მიმართვაში ნათქვამია, რომ შავ სიას "ხიშბა-სიგუას" სია უნდა ეწოდოს იმ ადამიანების პატივისცემის ნიშნად, ვინც საქართველოს სპეცსამსახურებმა გაიტაცეს და მოკლეს.