რაჭაში სოფელ ღების ნაწილთან დაკავშირება ამ დრომდე შეზღუდულია. სამანქანო გზის აღსადგენად ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს და ვარაუდობენ, რომ პროცესი დღის ბოლომდე დასრულებული იქნება.
ადიდებულმა მდინარე რიონმა სოფელ ღების ხიდი დაინგრა და ორი უბანი ერთმანეთს მოწყვიტა.
უხვი ნალექის გამო, ონის მუნიციპალიტეტში წაღებულია ხიდები, დატბორილია საცხოვრებელი სახლები და განადგურებულია მოსავალი.
სინოპტიკოსები რაჭაში დღესაც წვიმას პროგნოზირებენ.