17 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
ქართული ეკლესია დღეს "ვლაქერნობას" აღნიშნავს

ქართული ეკლესია  დღეს ვლაქერნობას - ღვთისმშობლის კვართის დადების დღესასწაულს, აღნიშნავს.  

განსაკუთარებული ზეიმია ზუგდიდში. დღესასწაულთან დაკავშირებით
ღვთისმშობლის კვართი და რამდენიმე წმინდანის წმიდა ნაწილი დადიანების სასახლის მუზეუმიდან  გამოაბრძანეს.

ისინი გადაასვენეს ივერის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საეპისკოპოსო ტაძარში, სადაც მომლოცველებს სიწმინდეებთან მიახლოების შესაძლებლობა აქვთ.

დღესასწაულს ზუგდიდში პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიოც, ესწრება. მან მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა. 

დღის ამბები