ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით პარიზში, ეიფელის კოშკთან, კონცერტი გაიმართა.
საფრანგეთის ეროვნული ჰიმნის - მარსელიოზას შესრულების პატივი სცენაზე ქართველ მუსიკოსს, ხატია ბუნიათიშვილს, ერგო, რის შემდეგაც მან ქვეყნის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად რახმანინოვის მეორე საფორტეპიანო კონცერტიც შეასრულა.
მისი დასრულების შემდეგ მაყურებელი ემოციას ვერ მალავდა.