ჰოლანდიელი მეცნიერი ფრანსუაზ კომპანიენი თბილისში 1990-იანების ბოლოს დასახლდა. მეცნიერი საქართველოს დედაქალაქში პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ჩამოვიდა. ფრანსუაზა საქართველოში თავისი დისერტაციის თემის საძიებლად ჩამოვიდა. მან იმდროინდელი საქართველოს არასამთავრობო სექტორი შეისწავლა.
ფრანსუაზამ დააფუძნა ორგანიზაცია ქოქოზას ინტერკონექტ, რომელშიც საქართველოს მცოდნე და მოყვარული სხვა ჰოლანდიელები გააერთიანა. ის საქართველოს მოხალისე ელჩია ევროპაში, იწვევენ გადაცემებში, აწყობს შეხვედრებს, საქართველოს დღეებს უცხოეთში.
ფრანსუაზ კომპენიენი საქართველოსა და ჰოლანდიას შორის პარალელებს და მსგავსებას ეძებს. როდესაც ჰოლანდიის ქუჩებში დადის, ქალაქის ხედებს მუდმივად საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ადარებს.
ამ კავშირებისა და პარალელების ძიებას აგრძელებს. საქართველოში, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ ჩამოდის. მოგვიანებით კი აპირებს, თავისი ბიბლიოთეკა - საქართველოს შესახებ გამოცემული წიგნები, რომელთაგან უძველესი 100 წლის არის, სხვა მკვლევარს გადასცეს.